воскресенье, 18 октября 2015 г.

            პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე  
  XXI    საუკუნე, ესაა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საინტერესო, მრავლისმომცველი და ამავდროულად ბუნდოვანი პერიოდი, რომელსაც ხალხის  ნაწილი ე.წ. ,,ატომის ერის’’ სახელით მოიხსენიებს.ეს მართლაც შესაფერისი სახელწოდებაა, რადგანაც  ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება:იგი სწავლობს აქამდე წარმოუდგენელი მატერიების გამოყენებას, რომელიც რადიკალურად ცვლის პლანეტას.ბოლოს და ბოლოს სამყარო, ხომ ვეღარასდროს იქნება ისეთი როგორიც იყო?! ცვლილებები აუცილებელია, თუმცა ისინი ხშირად ბევრი პრობლემის სათავეები ხდებიან.
   ბირთვული ენერგიის დამორჩილება, ბიოლოგიური იარაღის კონტროლი და მათი ნარჩენების განადგურება, ჩვენი საუკუნის მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანმა შექმნა და მისი ,,წაშლაც“ მას შეუძლია.მე ვსაუბრობ, უფრო რთულ და ძნელად გადასაჭრელ პრობლემებზე, რომლითაც უშუალოდ მოსახლეობაა დაავადებული,ამ დაავადებებისგან თავის დაღწევა კი ისევ ადამიანსა და მის ნებისყოფასშეუძლია.
  ერთ-ერთი ამგვარი დაავადებით შებყრობილ ადამიანად მივიჩნევ მას, ვინც თმბაქოს სისტემატიური მომხმარებელი გახლავთ, მას  ვინც ვერ აკონტროლებს საკუთარ თავსა და მოთხოვნილებას ამ ნარკოტიკისადმი,მას ვისაც არ გააჩნია საკუთარ თავთან ბრძოლის უნარი...
    დავიწყოთ თავიდა:რა არის თამბაქო?
      თამბაქო ესაა ერთი, ან მრავალწლოვანი მცენარე, ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიომ სამხრეთი ამერიკის კონტინენტიდან გაიცნო. ვიზუალურად არაფერი განსაკუთრებული, თუმცა მის მოქმედებაზე ამას ვერ ვიტყვით... თვალსაჩინოებისათვის დავაკვირდეთ თამბაქოს კვამლის  ქიმიურ შედგენილობას:მასში4000-მდე მავნე ნივთიერებაა თავმოყრილი,მათ შორის ნიკოტინი.ესაა უფერო სითხე,რომელსაც უშუალოდ თამბაქო შეიცავს და სწორედ ის ხდის მწეველს სიგარეტზე დამოკიდებულს.საშუალოდ ერთ ღერ სიგარეტში მისი შემცველობარ 1-დან 2 მილიგრამამდე მერყეობს.ნიკოტინის მოქმედებით ორგანიზმში გამოიყოფა ადრენალინი, რაც მწეველს სიამოვნებს და მოწევის გაგრძელებისკენ უბიძგებს.ამავდროულად ნიკოტინი ზრდის არტერიულ წნევას,იწვევს სისხლ-ძარღვების შევიწროებას, სუნთქვისა და გულისცემის აჩქარებას.
     ნერვულ სისტემაზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას, რაც კარგადაა გამოხატული:როდესაც მწეველი ამ ჩვევაზე უარს ამბობს, მისი ტვინი განიცდის კრიზისს, ნიკოტინის კრიზისს.შედეგად ადამიანი ხდება უფრო ნერვიული,ნაკლებად კონცენტრირებული, იმატებს წონაში,ეწყება უძილობა და ხშირ შემთხვევაში დეპრესია.
    უმეტეს შემთხვევაში ხალხის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს თამბაქოსთვის თავის დანებებას, რაც  სავალალო შედეგებით სრულდება.
    მისი მოქმედებით გამოწვეულ ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებად ,,ფილვის კიბოა“ მიჩნეული.გამომწვევი მიზეზია კანცეროგენული ნივთიერებები და ისეთი რადიაქტიური ელემენტები, როგორიცაა პოლონიუმი.ამს გარდა სიმსივნეები ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილში  დაიბადოს(პირის ღრუში, ხახაში, ხორხში,საყლააპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში), რომლის კეთილი თვისებები, მცირე დროში ავად შეიძლება გარდაიქმნას.
  ამის გარდა მწეველ ადამიანებში ხშირია ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზია  და ემფიზემა, კბილების სიყვითლე, სტომატიტი,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები,მიოკარდიუმი ინფრაქტსი,ტვინის სისხლძარღვების დაავადებათა განვითარების რისკი,ბრონქებისა და ბრონქიოლების ლორწოვანი სისტემატიური გაღიზიანება, იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს ხშირ შემთხვევაში მთვრდება ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით.
    ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მომაკვდინებელი დაავადებების, რომლებიც თან ახლავს თამბაქოსა და მის მომხმარებლებს, და არა მარტო მათ:სტატისტიკა გვიჩვენებს,რომ წელწადში 50 000-მდე  არამწეველი იღუპეპა პასიური წევისგან,რაც ცოტა ნამდვილად არ არის.მათ უმეტესობას ბავშვები და მოზარდები წარმოადგენენ.ასეთი ადამიანის იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას.საბოლოოდ იგი უძლურია ისეთი დაავადებეების მიმართ,  როგორიცაა ინფექციური, რაც ორგანიზმის განადგურებით სრულდება.
      ერთი სიტყვით თამბაქო-ესაა ,,აკრძალული ხილი“, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.მის ამდენ უარყოფით თვისებაში არ მოიძებნება, არც ერთი ,,კარგი“,რომელიც მის დადებით მხარეებს დაგვანახებს.მისი მოხმარება, რა არის თუ არა სიამოვნების მიღების მარტივი საშუალება,რომელიც ყველა მომხმარებელს ერთ განაჩენს უქადაგებ.განაჩენი კი ყველასთვის ცნობილია:სიკვდილი, სიკვდილი და კიდევ ერთხელ სიკვდილი.
     გაუწიე შენს თავს წინააღმდეგობა,შეებრძოლე მომაკვდინებელ  სურვილებს და დაამარცხე ისინი, რადგანაც მსოფლიო თმბაქოს კვამლის გარეშე, გაცილეით ლამაზია.